რუსთავში, ორი ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში ბავშვები მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, სუნთქვის უკმარისობა იყო.
როგორც აიპრესს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შსს-ის ინფორმაციით, კლინიკა "რუსთავში" 20 დღის ბავშვი რუსთავიდან მიიყვანეს, მეორე, თვე-ნახევრის ბავშვი, კი გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანიდან.
"ორივე ფაქტზე, ცალ-ცალკე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ამ ეტაპზე ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები",-აღიშნავენ შსს-ში.