- Advertisement -

რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

411

გალის სოფელ თაგილონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ''აიპრესს'' სუსში უდასტურებენ და აცხადებენ, რომ „ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“. ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე საზღვის კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა 28 საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
 

Comments
Loading...