- Advertisement -

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

837

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ქერედან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს. როგორც "აიპრესს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებულნი. 

"ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მათ გასათავისუფლებლად",-განაცხადეს სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. 

Comments
Loading...