- Advertisement -

სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

363

ქალაქ ლვოვის პოლიციამ უკრაინა-პოლონეთის საზღვართან გუშინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

საქმე 332-ე მუხლით ("უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირის უკანონო გადაყვანა") აღიძრა. აღნიშნული მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეროვნულმა პოლიციამ ცალსახად აღნიშნა, რომ საკონტროლო გამშვებ პუნქტ "შეინში" 11 პოლიციელი დაშავდა.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, 10 სექტემბერს, საღამოს, უკრაინის ტერიტორიაზე გადადიოდა. ამ დროს, პოლიციელებთან და მესაზღვრეებთან შეტაკება მოხდა. უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე აღნიშნულ ინციდენტს "სახელმწიფო საზღვრის მასიური დარღვევა" უწოდეს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, პოლონეთის საზღვარი გაიარა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფება. უკრაინის ტერიტორიაზე კი მათ ადგილობრივი მესაზღვრეები არ უშვებდნენ. საზღვრის მეორე მხარეს მისი მოკავშირეები იყვნენ შეკრებილები.

Comments
Loading...