სააკაშვილი: მარგველაშვილი არის ლაჩარი, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა

476

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, თოქ-შოუ "კვირის აქცენტებში" ლაჩარი უწოდა. მიხეილ საკაშვილმა, ასევე მოუწოდა მარგველაშვილს დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა.

"მარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი. იმიტომ რომ ჯერ ჩამომართვა მოქალაქეობა, თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, ელემენტარული რაღაც აქვს გატოკებული დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. მათ მომისაჯეს სასჯელი, ამიკრძალეს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.

სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციები გაიყუჩნენ, სად არის ეს ხალხი? რატომ არ იღებს ხმას, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს არ უშვებენ საქართველოში?", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

Comments
Loading...