- Advertisement -

სააკაშვილი: საქართველოში ჩემმა რეფორმებმა უფრო დიდხანს გაძლო ვიდრე ჩემმა პრეზიდენტობამ

368

შესაძლოა ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ მსოფლიოში რომელიც 2 ქვეყანაში პარტიებს ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ალ ჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მის მიერ გატარებული რეფორმები უფრო დიდ ხანს დარჩა საქართველოში, ვიდრე მისი პრეზიდენტობა

"ვფიქრობ მთელი რეგიონი მალე შეიცვლება. ოლიგარქების ძალაუფლებაში ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ახლანდელი ვითარება როდესაც ისინი უძღვებიან წარმოდგენას და გვერდზე ტოვებენ ხალხის ინტერესებსა და დემოკრატიას, ძალზე ხელოვნურია და ეს ადამიანები დამარცხდებიან.

ტრანზიციის პროცესი რთული იქნება, თუმცა ასე გაგრძელდება უკვე შეუძლებელია. მე შესაძლოა ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ მსოფლიოში რომელიც 2 სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს ხელმძღვანელობს. ჩვენ დავიწყეთ კამპანია და უკვე გამოვედით რამდენიმე ინიციატივით. მე არ ვარ ვდგავარ ადგილზე და არ ველოდები სასურველი მომენტის დადგომას. მე ვცდილობ ეს მომენტი მოვაახლოვო.

საქართველოში ჩემმა რეფორმებმა უფრო დიდხანს გაძლო ვიდრე ჩემმა პრეზიდენტობამ. საზოგადოებრივი სერვისები, კორუფციის დამარცხება, უსაფრთხოება – მე კარგი მემკვიდრეობა დავტოვე და ჩვენ წარმატების მიღწევის გამოცდილებით ვბრუნდებით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუდან მცირე მონაკვეთის თარგმანს "რუსთავი 2" ავრცელებს.

Comments
Loading...