სააკაშვილი: საქართველო არის ჩემი ხატება, ჩვენ საქართველოს ამ ფაროსანას არ მოვასპობინებთ

37

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმ “კურიერთან” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპლების შედეგის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

“ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგები. დემოკრატიულ პროცესთან არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ დგება მომენტები ყველა ერის ისტორიაში, როდესაც იმ პირობებში, როცა კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის დაცვა, კონსტიტუციის და თავისი თავისუფლების საკუთარ ხელში.

დავიწყოთ მოთხოვნა ღია საპროტესტო აქციებით, მშვიდობიანით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების და ამ ე.წ. არჩევნების არალეგიტუიმურად გამოცხადების. ჩვენ გვჭირდება საქართველოში ახალი ხელისუფლება, ჩვენ გვჭირდება საქართველოში ხალხმა აიღოს ხელში ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გადარჩენა არ უწერია. მე ვარ რიგითი რიგითთა შორის, თანასწორი თანასწორთა შორის, მე არ ვიბრძვი ხელისუფლებისთვის და ეს არაერთხელ მითქვამს და ამას ახლაც ვიძახი – მე არ მინდა თანამდებობა, საქართველოში არცერთი პოსტი ისე, როგორც არ მიბრძოლია არასდროს არც სიმდიდრისთვის, არც ფუფუნებისთვის, და არასდროს არ ყოფილა ჩემთვის თანამდებობა თვითმიზანი, მაგრამ საქართველო არის ჩემი ხატება, ისევე როგორც ყველა ქართველის პატრიოტის ხატება და ჩვენ საქართველოს ამ ფაროსანას არ მოვასპობინებთ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, Edison Research-მა 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 55%.

GALLUP INTERNATIONAL-მა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი ჩაატარა. შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი – 58%; გრიგოლ ვაშაძე – 42%

 

Comments
Loading...