- Advertisement -

სააკაშვილი: უკრაინაში მაშინ ჩავალ, როდესაც მზად ვიქნები

355

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთოს.

"ყოველთვის კომფორტულად ვმოგზაურობ, მაგრამ საბარგულში მგზავრობა ჩემი მოგზაურობის საყვარელ საშუალებებს შორის არაა.

ვმუშაობ ოფიციალურ პროცედურებზე, საკანონმდებლო ბაზაზე, რათა მივმართო სასამართლოს და თავი დავიცვა. ჯერჯერობით უკრაინის საზღვრის გადაკვეთას არ ვაპირებ და იქ მაშინ გავემგზავრები, როცა მზად ვიქნები", – აცხადებს სააკაშვილი პოლონეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ხელისუფლება მილიონობით უკრაინელის მოსაზრებას ვერ დააიგნორებს.

"მინდა, რომ უკრაინა ევროპული სახელმწიფო იყოს და მინდა, რომ ამ პროცესის ნაწილი ვიყო", – აღნიშნავს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა.

Comments
Loading...