- Advertisement -

სააკაშვილი: უკრაინელ ხალხთან ერთად ჩვენ კისერს მოვუგრეხთ უკრაინელ ოლიგარქებს

306

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ხელისუფლებას და ოლიგარქებს "კისრის მოგრეხვით დაემუქრა. იგი პირობას დებს, რომ უკრაინის მოქალაქეობის აღსადგენად იბრძოლებს.

"მცდელობა, რომ მომიცილონ, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, განწირულია. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად. რა თქმა უნდა, ქართველი ვარ. ვიბრძოლებ უკრაინის მოქალაქეობის აღსადგენად. გუშინდელის შემდეგ ძალიან მტკივა კისერი, რადგან ყველანაირად ცდილობდნენ მოეგრიხათ. კისრის ტკივილი გამივლის, მაგრამ მათ ვპირდები, რომ უკრაინელ ხალხთან ერთად ჩვენ კისერს მოვუგრეხთ უკრაინელ ოლიგარქებს და მათ მთავრობას. გპირდებით, კისერს მოვუგრეხთ ახმეტოვს, ამ ცივსისხლიან მკვლელს, ჩვენ კისერს მოვუგრეხთ პოროშენკოს და მის ბანდას. ლუცენკო წავა იქ, საიდანაც ერთხელ უკვე გამოუშვეს. მათ ევროპა არ მიიღებს, ისინი წავლენ ციხეში. მე თქვენ ამას გპირდებით",-განაცხადა სააკაშვილმა. 

Comments
Loading...