- Advertisement -

სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთამდე: მშვიდად ვარ, ვნახოთ, რა იქნება

360

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად პოლონეთში იმყოფება და პოლონეთიდან უკრაინის საზღვარს რამდენიმე საათში გადაკვეთს, აცხადებს, რომ უკრაინის სახელმწიფო აპარატი, საქართველოში, შევარდნაძის მმართველობის დროინდელ აპარატს ჰგავს.

"ახლა იმ ბანაკს, სადაც მრავალი ათასი ადამიანია შეკრებილი, თავს დაესხა რამდენიმე ასეული ტიტუშკა. რაც უფრო უკეთესს საჩუქარ გაუკეთებს, მით უფრო უკეთესი იქნება… ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს, ფულიც აამოქმედეს, შანტაჟიც, იქ ძაან ეშინიათ, რომ ვინმე არ დაემორჩილოს იმათ ბრძანებას.

უკრაინის სახელმწიფო აპარატი არ არსებობს, ესაა დაახლოებით შევარდნაძის დროინდელი სახელმწიფო აპარატი, როდესაც ყველაფერი დაფუძნებული იყო ფულზე, კორუფციაზე, მაგრამ არა სახელმწიფო იდეალებზე და ახლა, როცა ისინი თან კანონს არღვევენ, ყველა თავს მომავალზე ფიქრობს… ასე რომ, მე მშვიდად ვარ, ვნახოთ, რა იქნება", – აცხადებს სააკაშვილი.

Comments
Loading...