- Advertisement -

სააკაშვილი: “ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ, სამაგიეროდ ახლა “თავისუფლად ვსუნთქავთ”?

368

საქართველოს მესამე პრეზიდენტი facebook-ის გვერდზე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს და მისი ხელისუფლების პერიოდში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს. სააკაშვილის ცნობით, 2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპს 32 % შეადგენდა, ხოლო ახლა 43%-ია.


"აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ- სამაგიეროდ ახლა “თავისუფლად ვსუნთქავთ”, თუ ესეც აღარაა მთლად მასე?

ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა დაახლ 150 ათასი კაცით, 2012-2018 წლებში შემცირდა 750 ათასი კაცით.

2012 წლიდან 2018 წლამდე სახელმწიფო ვალი გაიზარდა 9 მილიარდი ლარით. 2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპს 32 % შეადგენდა, ხოლო ახლა 43%-ია. მოვალეთა რეესტრში შესული ვალაუვალი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა 140 000 ადამიანით და დღეს დაახლოებით 250 ათასს შეადგენს. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74.7 წლიდან(2012 წლის მონაცემი) შემცირდა 72.7 წლამდე(2017 წლის მონაცემი) . დაბადებულთა რაოდენობა 57031 ბავშვიდან (2012 წლის მონაცემი) შემცირდა 53 230მდე( 2017 წლის მონაცემი). ამ დროს ივანიშვილის ქონება საქართველოში გაიზარდა 2 მილიარდი ლარით, ბანკების მთლიანი აქტივები 12 მილიარდი ლარიდან გაიზარდა 30 მილიარდ ლარამდე, ანუ 18 მილიარდი ლარით; ხოლო ბანკების მოგება 136 მილიონი ლარიდა გაიზარდა 890 მილიონ ლარამდე, ანუ 754 მილიონი ლარით",-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

Comments
Loading...