საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქზე, რომ 6 აგვისტოს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში შეხვედრა გაიმართება, სადაც ყველა უკრაინელს ეპატიჟება.
"ყველა უკრაინელს ვეპატიჟები პოლონეთში, შეხვედრაზე ვარშავაში. ვიკრიბებით 6 აგვისტოს, ორგანიზაცია Stowarzyszenie Wolnego Słowa-ის ოფისში", – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ოფიციალური განცხადება უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა.