- Advertisement -

სააღდგომოდ პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 4 ქალბატონია

464

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 4 ქალბატონია. თავისუფლებააღკვეთილი 62 პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს, მათ შორის სამი ქალბატონი.

დანარჩენი 29 მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმცირდებათ.

"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 91 მსჯავრდებული, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 4 ქალბატონს.

შეწყალებულთაგან 62 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 3 ქალბატონი; დანარჩენ 29 მსჯავრდებულს, რომელთაგან 1 ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააცნო.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს", – აღნიშნული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...