- Advertisement -

საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი, საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით მუშაობას წყვეტს

417

დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, პრობლემის აღმოფხვრამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

Comments
Loading...