- Advertisement -

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას

557

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 22 მარტს ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, დაშავებულთ კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს."

ბრიუსელის ტერაქტიდან ერთი წლისთავზე, ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან ტერაქტი მოხდა. ლონდონში, ვესტმინსტერის ხიდზე შეიარაღებული მამაკაცი ავტომობილით 5 ადამიანს დაეჯახა და გაქცევა სცადა.

ავტომობილის მძღოლი თავს დაესხა პოლიციელებს და დანით ერთ-ერთი მათგანი დაჭრა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა თავდამსხმელის მოკვლა მოახერხა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ცდილობდა ავტომობილით ვესტმინსტერის სასახლეს მიახლოვებოდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თავდამსხმელების ზუსტი რაოდენობა. ინციდენტის შედეგად 40-მდე ადამიანია დაჭრილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

Comments
Loading...