საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პორტუგალიაში მომხდარი ხანძრის გამო მწუხარებას გამოხატავს და დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 17 ივნისს, ცენტრალურ პორტუგალიაში, პედროგაუ გრანჯის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო, რომელსაც დიდი მასშტაბით ტყის მასივების განადგურება და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს პორტუგალიელ ხალხს და გამოხატავს თანადგომას დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების მიმართ",-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ პორტუგალიაში, პედროგან-გრანდის მუნიციპალიტეტში 17 ივნისს ტყის ხანძარი დაიწყო. Reuters-ის ვერსიით, აღნიშნული ხანძრის მიზეზი მარალი ტემპერატურაა, რომელმაც 40 გრადუსს გადააჭარბა, აგრეთვე ძლიერი ქარი, რომელიც ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს. ხანძრის ჩაქრობაში 600-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. პედროგან-გრანდი ლისაბონიდან 150 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.