- Advertisement -

საგარეო უწყება: სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

537

სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესების სექციაში ცხელი ხაზი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"სანკტ პეტერბურგის მეტრო სადგურებს «Сенная площадь»-სა და «Технологический институт»-ს შორის მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მოქმედებს ცხელი ხაზი: +7 926 926 2740.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

ამ ეტაპზე რუსეთის მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან სანკტ პეტერბურგში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები",-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

სანკტ-პეტერბურგში, მეტროსადგურის ერთ-ერთ ვაგონში აფეთქება მოხდა. მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ცნობით, აფეთქება "სენაიას" სადგურზე მოხდა.

პეტერბურგის გუბერნატორის პრესსპიკერმა, ანდრეი კიბიტოვმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ დაშავებულთა და დაზარალებულთა შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. როგორც ანდრეი კიბიტოვი წერს, აფეთქების შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.

Comments
Loading...