- Advertisement -

საგარეო უწყება ყაზახეთში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

303

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 18 იანვარს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტობეს ოლქში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს თანადგომას უცხადებს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს.

ყაზახეთში, ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა, რასაც 52 ადამიანი ემსხვერპლა.

Comments
Loading...