- Advertisement -

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

488

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ წყაროსთავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი, 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 26 წლის გოგონა კი ჯანმრთელობის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. "ტოიოტას" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. მომხდარის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Comments
Loading...