- Advertisement -

საგარო უწყების განცხადება კურცის მოსაზრებაზე: შეუძლებელია ამ პროექტის განხორციელება

536

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მოსაზრებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. 

"ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში.

ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება",-აღნიშნულია განცხადებაში. 

უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. კურცი მიიჩნევს, რომ ასეთი ცენტრები "შესაძლებელია განთავსდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები".

Comments
Loading...