- Advertisement -

საერთაშორისო ინვესტორები მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ბაზრით დაინტერესდნენ

613

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ „JP Morgan“-ის, „Spinnaker“-ის, „BNP IP“-ის, „Bank of America Merril Lynch“-ის, „Danske Capital”-ის და “T.Rowe Price”-ის წარმომადგენლები.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორი კორპორაციების წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებით. აღინიშნა, რომ ისინი უკვე ფლობენ საქართველოს ფასიან ქაღალდებს – ევრობონდებს. თუმცა, მათ ასევე გამოხატეს დაინტერესება მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებზე, ფისკალურ სტაბილურობაზე, მთავრობის 4- პუნქტიან გეგმაზე და აღნიშნა, რომ ის მიმართულია ეკონომიკის ზრდის დასაჩქარებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებაზე ახალი პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას ითვალისწინებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 

Comments
Loading...