შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ჩაძირულ გემზე ქართველი მეზღვაურის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. როგორც "აიპრესს" სააგენტშო განუცხადეს, ამ ეტაპზე ინფორმაციის გაკრვევას ცდილობენ.
"ვარკვევთ მაგ ინფორმაციას, უბრალოდ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, იმიტომ რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენა არანაირი დიპლომატიური კავშირი არ გვაქვს რუსეთთან, ამიტომ ვცდილობთ ყველანაირად გავარკვიოთ ინფორმაცია",-განაცხადეს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
BBC-ის ინფორმაციით, შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ახლოს გემი ჩაიძირა. როგორც ოკუპირებული ყირიმის ე.წ. საგანგებო სამსახური იტყობინება. სატვირთო ხომალდზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათივე ინფორმაციით, მათ შორის 1 ქართველი მეზღვაურია. არაოფიციალური ცნობებით, 5 მეზღვაური ნაპოვნია. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.