- Advertisement -

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ჩაძირულ გემზე საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფებოდა

538

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქერჩის სრუტესთან ჩაძირულ გემზე განცხადებას ავრცელებს. რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემზე საქართველოს ერთი მოქალაქე იმყოფებოდა. 

"პანამის დროშის სატვირთო გემი Geroi Arsenala (8727604) შავ ზღვაში ჩაიძირა 2017 წლის 19 აპრილს გამთენიისას. მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით რამდენიმე ეკიპაჟის წევრი არის უგზო-უკვლოდ დაკარგული. სამაშველო ოპერაციას აწარმოებს რუსეთის საგანგებო სიტაუციების სამინისტრო, ჩართულია 13 ერთეული მცურავი საშუალება. დადასტურებულია ნოვოროსისკის სამაშველო სამსახურის მიერ (ალექსეი კოხორი), რომ ეკიპაჟის ერთი წევრი მოტორისტი უკრაინის მოქალაქე არის გადარჩენილი, ხოლო დანარჩენი ეკიპაჟის წევრების ძებნა მიმდინარეობს.

რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ეკიპაჟის წევრებს შორის არიან 9 რუსი, 2 უკრაინიელი და 1 საქართველოს მოქალაქე. გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. გემი თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაა",-აღნიშნულია განცხადებაში. 

Comments
Loading...