- Advertisement -

საია: გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს კომპენსაციის სახით 5 მილიონ 322 ათას 300 ლარი გადაუხადეს

651

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესი შეაფასა. მათი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობას არ ჰქონდა რეორგანიზაციის ერთიანი გეგმა, დაფიქსირდა არაერთგვაროვანი მიდგომები და რეორგანიზაცია არ მიმდინარეობდა ნათლად გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე. საიას-ს განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად სულ საჯარო სამსახურებიდან 2300 პირი გათავისუფლდა. სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 5 მილონი ლარის გადახდა მოუწია.

"12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტოების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა შეადგენს 55 მლნ 344 ათას ლარს. სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა, სულ 39 მლნ ლარი – შეამცირეს შრომის ანაზღაურების ნაწილში, რაც ძირითადად გამოიხატა პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებასა ან/და მთლიანად გაუქმებაში.

რეორგანიზაცია, რომელმაც გამოიწვიაშტატების შემცირება განხორციელდა 5 სამინისტროში, კერძოდ: თავდაცვის; ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რის საფუძველზეც სულ გათავისუფლდა 2300 საჯარო მოხელე.

გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა არის 5 მილიონ 322 ათას 300 ლარი. 5 თვითმმართველი ქალაქის (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ფოთი) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თვითმმართველმა ქალაქებმა საბიუჯეტო ხარჯები შეამცირეს სულ 3 მლნ 630 ათასი ლარით, ხოლო აიპების დაფინანსება 1მლნ 220 ათასი ლარით.

გარდა ამისა, ააიპებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ სამსახურიდან გათავისუფლდა 137 თანამშრომელი. საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრმა, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით, საჯარო სამსახურში შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით გაწია 32 კონსულტაცია, მოამზადა სამი სარჩელი, ხოლო 2 საქმეზე გასწია საადვოკატო მომსახურება. სარჩელები მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (1), რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა (1) და სსიპ-ის „ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის“ წინააღმდეგ (1), გარდა ამისა 1 საადვოკატო საქმე წარმოებაშია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და 1 საქმე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ. საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზისა და შეფასების შედეგად გამოვლინა შემდეგი პრობლემური საკითხები: – მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა განხილული სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შედეგები, ასევე საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია ეფექტური კონტროლი სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე",-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებში.

Comments
Loading...