- Advertisement -

საია მზადაა გარემოვაჭრეებს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს

514

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მზადაა გარე მოვაჭრეებს სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია თბილისის მერიის წარმომადგენელთა მიერ გარე ვაჭრობის აღკვეთის დროს მოვაჭრეთა უფლებები დაცული იყოს და მათი უმძიმესი სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინონ.

"შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარე ვაჭრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, თუმცა იმავე კოდექსში წერია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს, არა ყოველგვარი გარე ვაჭრობა, არამედ აღნიშნული ქმედება “შესაბამისი ნებართვის გარეშე”. თბილისის საკრებულოს დადგენილება კი არ განსაზღვრავს ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და განმახორციელებელ სუბიექტებს. საქართველოში დღეს მოქმედი რეგულაციები აღნიშნულ საკითხს საერთოდ არ არეგულირებს.

გარე ვაჭრობის ნებართვის მარეგულირებელი ნორმების არარსებობა შესაძლებლობას იძლევა მოხდეს მისი შერჩევითი აღკვეთა. მოვაჭრეთა საქმიანობა კი მხოლოდ გარკვეული თანამდებობის პირთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული",-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში. 

გუშინ თბილისის მერიამ „უნებართვო გარე ვაჭრობის“ წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელება დაიწყო, გარემოვაჭრეები მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

Comments
Loading...