- Advertisement -

საია: საბაგიროს დამონტაჟებისთვის ექსპროპრიაციის ინიციატივა,შესაძლოა,”პანორამა თბილისს” უკავშრდება

552

სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის ინიციატივა, სავარაუდოდ, „პანორმა თბილისის“ პროექტს უკავშირდება,-ამის შესახებ საია-ს განცხადებაშია აღნიშნულია. 

"საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, პარლამენტში – „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი წარადგინა.

წარმოდგენილი განცხადების მიზანს არ წარმოდგენს ახალი კანონის პროექტის სრული და საფუძვლიანი შეფასება, თუმცა გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ერთ საკითხზე, რომელიც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კანონპროექტში მისი ასახვა „პანორამა თბილისის“ პროექტს უნდა უკავშირდებოდეს.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ჩამოთვლილია ყველა ის საფუძველი რა დროსაც, საკუთრების ჩამორთმევა (ექსპროპრიაცია) ხორციელდება. საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონის ახალ რედაქციაში, მცირედი ცვლილებით პრაქტიკულად უკლებლივ არის გადმოტანილი ყველა ის საფუძველი, რა დროსაც შესაძლებელია საკუთრების ჩამორთმევა. ამასთან, აღნიშნულ სიას ემატება ახალი პუნქტი, კერძოდ საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელი ხდება თუ ეს სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოებს უკავშირდება.

მიუხედავად იმის, რომ კანონპროექტს მოცულობითი განმარტებითი ბარათის ახლავს თან, ბარათში არ არის აღნიშნული, თუ რით არის განპირობებული სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟების დროს საკუთრების ჩამორთმევის დაკანონება. დაუსაბუთებლად, ყოველგვარი სათანადო არგუმენტაციის გარეშე, მეტად სპეციფიკური ინიციატივის შემუშავება (სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევა) აჩენს კითხვებს, ხომ არ ემსახურება აღნიშნული კერძო ინტერესებს/პროექტებს, და არა ობიექტურ საზოგადო საჭიროებას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანაინვესტირების ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პანორამა თბილისის ორი პროექტი – თავისუფლების მოედნის მიმდებარედ არსებული მშენებარე ნაგებობა და ე.წ. „სოლოლაკის მაღლობი“ სწორედ საბაგირო გზით უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს. შესაბამისად, საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საჭირო სამუშაოები თბილისის ისტორიულ ნაწილში უნდა განხორციელდეს, რასაც შესაძლოა თან ახლდეს საკუთრების ჩამორთმევის საჭიროება.

გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტის სამივე სამშენებლო ლოკაცია ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხორციელდება. დადასტურებული ინფორმაციით, სამი სამშენებლო ლოკაციიდან ორი, „სოლოლაკის მაღლობი“ და „სოლოლაკის ბაღები“ თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაშია მოქცეული, რაც ამ ზონაში სამშენებლო სამუშაოებს კრძალავს. აღნიშნული სამშენებლო ნებართვები საიას თბილისის საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, რაზეც დღემდე მიმდინარეობს დავა",-აღნიშულია საია-ს განცხადებაში. 

Comments
Loading...