- Advertisement -

საკანონმდებლო ინიციატივა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში დარეგისტრირდება

13

საკანონმდებლო ინიციატივა ეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, რომლის მიხედვით, უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნები საპარლამენტო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს და პროპორციული საარჩევნო სისტემით უმაღლესი საბჭოს 30 წევრი უნდა აირჩიონ.
რაც შეეხება იმ პირებს, ვინც უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მოქალაქეს, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს.
„დღეისთვის აფხაზეთის მოქმედი უმაღლესი საბჭო ინსტიტუციურად ლეგიტიმურია, შემადგენლობით კი – არა. საბჭო არჩეულია 1991 წელს, 28 წლის წინ. მისი ამ შემადგენლობით არსებობა ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი ორგანოების ფორმირების კონსტიტუციურ, საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლის უმთავრესი მახასიათებელი არის არჩევნების ჩატარება სხვადასხვა პერიოდულობით. კანონპროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი საბჭოს არჩევის პროცედურების განსაზღვრას“, – ნათქვამია პროექტში.
The post საკანონმდებლო ინიციატივა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში დარეგისტრირდება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...