საკეისრო კვეთის დროს გარდაცვლილი პაციენტის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

254

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ექიმი ირაკლი მერკვილაძე პატიმრობაში დატოვა. 4-თვიანი განხილვის შემდეგ, "ექიმის საქმეზე" მოსამართლემ გადაწყვეტილება  დღეს გამოაცხადა.

ადვოკატ ზაზა ხაჟალიას განცხადებით, გადაწყვეტილება უსამართლოა და დაცვის მხარე მის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

მისივე ინფორმაციით, ექიმი თავს უდანაშაულოდ თვლის და შეწყალების უფლების გამოყენებას არ გეგმავს.

ცნობისთვის, ირაკლი მერკვილაძეს პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების არასათანადოდ გაწევას ედავებიან. ექიმს საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი პაციენტის დედამ უჩივლა.

მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმი 2018 წლის 26 იანვრიდან იმყოფება

Comments
Loading...