- Advertisement -

საკონსტიტუციო კომისიაში პარტიებიდან მხოლოდ “ქართული ოცნება” დარჩა

822

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ "ქართული ოცნება" დარჩა.

ეს რეალობა მას შემდეგ დადგა, რაც კომისია ბოლო პოლიტიკურმა სუბიექტებმა "ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმაც" დატოვეს.

იქამდე კომისია რიგრიგობით დატოვეს შემდეგმა პარტიებმა: "სახელმწიფო ხალხისთვის", "ნაციონალურმა მოძრაობამ", "დემოკრატიულმა მოძრაობამ", "ლეიბორისტებმა" და "პატრიოტთა ალიანსმა".

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის დადგენილების მესამე მუხლის თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შედიან:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის და იმ ფრაქციის წევრები, რომელიც არ არის გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში ან საპარლამენტო უმცირესობაში, აგრეთვე დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი; ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიებისა და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები; საქართველოს სახალხო დამცველი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც 2016 წლის 16 ნოემბერს გამოიცა 3%-ზე მეტი შემდეგმა პარტიებმა მიიღეს:

"პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის – 3.45%; "ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა" – 3.53%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 27.11% (რომელიც შემდგომში "ნაციონალურ მოძრაობად" და "ევროპულ საქართველოდ" დაიშალა); "დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" – 5.01%; "შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 3.14%, "ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები" – 4.63% და "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" – 48.68%.

Comments
Loading...