- Advertisement -

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საპარლამენტო ფორმატში განხილვა იწყება

572

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე დასრულდა. განხილვა 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დოკუმენტის საპარლამენტო ფორმატში განხილვა იწყება.

"მიმდინარე კვირის განმავლობაში, დღეიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება საკომიტეტო მოსმენები. 5 კომიტეტის გარშემო ჩატარდება ეს მოსმენები. ამის შემდეგ დაიწყება უკვე განხილვა პლენარულ ფორმატში.

ჩვენ გვინდოდა, რომ მორიგ სესიებზე ჩაგვეტარებინა კანონპროეტის განხილვა 12 და 26 ივნისის კვირაში, თუმცა ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა დაინიშნა 16 ივნისს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე 12 ივნისის კვირაში აღარ გაიმართება პირველი მოსმენა და დაგვიჭრდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა 19 ივნისის კვირაში, როდესაც დაიწყება უკვე პირველი მოსმენით დახურვა საკონსტიტუციო კანონპროექტის.

ამის შემდეგ უკვე გადავალთ ისევ საკომიტეტო განხილვაზე და საკომიტეტო განხილვისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვა, მეორე მოსმენით მივიღებთ უკვე ამ სესიის ბოლო კვირის განმავლობაში კანონპროექტს, როგორც ეს იყო დაგეგმილი წინასწარ. 2 მოსმენით კანონპროექტი იქნება განხილული და მიღებული ივნისის ბოლომდე, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, კანონრპოექტს მესამე მოსმენით პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

" სავარაუდოდ ოქტომბერში გაიმართება კანონპროექტის განხილვა მესამე მოსმენით", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

Comments
Loading...