- Advertisement -

საკრებულომ ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაქუმებას მხარი დაუჭირა

462

23 მომხრე, 7 -მა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა და 2 წინააღმდეგი – ზუგდიდის საკრებულომ ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაქუმებას მხარი დაუჭირა.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა პროტესტის ნიშნად საკრებულოს ფრაქცია "დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა დატოვეს. როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, კახა ჩანგელიამ "აიპრესს" განუცხადა მათ ამ ''ფარსში'' მონაწილეობის სურვილი არ აქვთ.

"ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ. სხდომას პროტესტის ნიშნად ვტოვებთ, რადგან ვერ ვუყურებთ თუ როგორ ასრულებენ აქ მსხდომები ბრძანებებს უემოციოდ", – განაცხადა კახა ჩანგელიამ.

Comments
Loading...