- Advertisement -

საკრებულოს გადაწყვეტილებით, გორი თვითმმართველი ქალაქი აღარ იქნება

543

9 ხმით 4-ის წინააღმდეგ ქალაქ გორის საკრებულომ ქალაქის გაუქმებას მხარი დაუჭირა. გორი სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანდა.

ქალაქის გაუქმების წინააღმდეგ ლეიბორისტული პარტიის, ნაციონალური მოძრაობის, ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მისცეს ხმა. გაერთიანებას მხარი დაუჭირეს “ქართულმა ოცნებამ,” ირაკლი ოქრუაშვილის “ქართულმა პარტიამ” და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

საკრებულოს სხდომას ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი არ დასწრებია.

Comments
Loading...