- Advertisement -

საკრებულოს გადაწყვეტილებით, პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი გასხვისდა

394

პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გასხვისდა, ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. მას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილის კომპანიაზე გასხვისდა. თაბორის მთის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე კი საკრებულოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ცნობისთვის, ამ საკითხზე ოპოზიცია საკრებულოსთან დაუმორჩილებლობის აქციას მართავენ. "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, პერმანენტული აქციები გაგრძელდება.

Comments
Loading...