სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

93

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა გუდიშვილის სახელობის სკვერში, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სალომე ზურაბიშვილს მხარს ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის:

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივანის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრი.

1984-1988 – ვაშინგტონი, საფრანგეთის საელჩო, პირველი მდივანი
1988-1989 – ვენა,ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, პირველი მდივანი
1989-1992 – ნჯამენა (ჩადი) საფრანგეთის საელჩო, მეორე მრჩეველი
1992-1993 – ბრიუსელი,ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია, პირველი მდივანი
1993-1996 – ბრიუსელი, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა, წარმომადგენლის მოადგილე
1996-1998 – პარიზი, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი
1997-1998 – პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია
1998-2001 – პარიზი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განათლების სამმართველო
2001-2003 – პარიზი, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა ხელმძღვანელი
2003-2004 – საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
2004-2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
2005- „სალომე ზურაბიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის“ ლიდერი
2006- პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი
2006- საფრანგეთის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, პროფესორი
2010-გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი

Comments
Loading...