- Advertisement -

სალომე სამადაშვილი:მზად ვართ სტიქიის ზონაში 2000 მოხალისე გავგზავნოთ

393

დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' მზადაა, საკუთარი ძალებით დაეხმაროს ბორჯომში მეხანძრეებს.

პირველ რიგში დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ მოხდეს ძალების სრული მობილიზაცია, რომ ერთად შევძლოთ კრიზისის დაძლევა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის საკუთარი ძალებით დაეხმაროს ჩვენს მოსახლეობას და მეხანძრეებს"-განაცხადა ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატმა პარლამენტში სალომე სამადაშვილმა. სამადაშვილის თქმით პარტია მზადაა, მეხანძრე-მაშველების დასახმარებლად სტიქიის ზონაში 2000 მოხალისე გაგზავნოს.

''მზად ვართ 200 მოხალისე გავგზავნოთ სტიქიის ზონაში დასახმარებლად რა თქმა უნდა, არსებობს მთელი რიგი შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება. რამდენად დროულად მოხდა მობილიზაცია. ასევე რამდენად დროულად მოხდა საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა. მაგრამ დღეს ამ შეკითხვების დასმის დრო არ არის. დღეს უნდა დავამარცხოთ სტიქია და შემდგომ გამოვიყენოთ საპარლამენტო პროცესი იმისთვის, რომ მივიღოთ ამომწურავი პასუხი ხელისუფლებისგან. ყველა იმ ნაბიჯზე რომელიც გადაიდგა გასული დღეების მანძილზე," – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Comments
Loading...