- Advertisement -

სამადაშვილი: თუ პოლიტსაბჭოს აზრი განსხვავდება ჩემი პოზიციისგან, პარტიას მაინც არ დავტოვებ

342

"როგორც პოლიტიკოსს მიმაჩნია, რომ არჩევნების მთავარი სუბიექტი არის ხალხი-ამომრჩეველი. როდესაც ზეწოლის, დაშინების, უთანასწორო ბრძოლის პირობების მიუხედავად, ეს ხალხი ხმას გაძლევს, მათ წინაშე ვალდებული ხარ ბრძოლა ბოლომდე განაგრძო", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, ეს არის მისი როგორც, ინდივიდუალური პოლიტიკოსის აზრი.

"ენმ-ს პოლიტ საბჭოს გადაწყვეტილებაზე დამატებით განმარტება-როგორც პოლიტიკოსს მიმაჩნია, რომ არჩევნების მთავარი სუბიექტი არის ხალხი-ამომრჩეველი. როდესაც ზეწოლის, დაშინების, უთანასწორო ბრძოლის პირობების მიუხედავად, ეს ხალხი ხმას გაძლევს, მათ წინაშე ვალდებული ხარ ბრძოლა ბოლომდე განაგრძო. ესაა ჩემი პოზიცია, როგორც ინდივიდუალური პოლიტიკოსის. თუ ენმ-ს პოლიტ საბჭოს უმრავლესობის აზრი განსხვავდება ჩემი შეხედულებისაგან, ეს არ ნიშნავს, რომ მე პარტიას ვტოვებ. ერთსულოვნება კომპარტიაში სუფევდა, ჩვენ დემოკრატიული პარტია ვართ", – წერს სალომე სამადაშვილი Facebook-ში.

Comments
Loading...