- Advertisement -

სამადაშვილი: მეუფე პეტრეს პოლიტიკური ხედვები რუსეთზე ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს

7

„ღიმილის მომგვრელია და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია. ის, რაც მე გუშინ მოვისმინე მეუფე პეტრესგან, მისი პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს. მაგალითად, ორივეს მიაჩნია, რომ უშუალოდ პუტინი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 2008 წელს.
ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური შეფასებები ჰქონდა. ასევე იყო გახარიასთან მიმართებაშიც. ასე რომ, თუ რაიმე სიმპათიები და პოლიტიკური ხედვები გამოიკვეთა, ეს იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მეუფე პეტრეს შორის,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
The post სამადაშვილი: მეუფე პეტრეს პოლიტიკური ხედვები რუსეთზე ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...