- Advertisement -

სამადაშვილი: ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ვიხილეთ, ხელისუფლების მხარდაჭერით ძლიერდებიან

1

“მერვე წელია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხარდაჭერით ხდება ქვეყანაში მოძლიერება იმ ფაშისტური, ძალადობრივი ჯგუფების, რომლებიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში”,-ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს. თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა.
შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული.
სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.
The post სამადაშვილი: ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ვიხილეთ, ხელისუფლების მხარდაჭერით ძლიერდებიან appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...