- Advertisement -

სამართალდამცავებმა “ლეიბორისტებს” სემეკ-ის შენობა დაატოვებინეს

379

"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებს სამართალდამცავებს სემეკ-ის შენობა დაატოვებინეს, სადაც ისინი მჯდომარე აქციას მართავდნენ. ამ წუთებში ისინი შენობის გარეთ იმყოფებიან.

პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად მჯდომარე აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყეს, მათი მოთხოვნა იყო, რომ არ გადაიხედოს ელექტრენერგიის ტარიფი თბილისში. ადგილზე ვითარების განსამუხტად პოლიციაც იქნა გამოძახებული.

ხმაური დაპირისპირება სემეკ-ის შენობაში რამდენიმე საათია გრძელდება. ჩაიშალა სხდომაც, სადაც ელექტრენერგიის შესაძლო მომატების საკითხი განიხილებოდა. ომისიის წევრებს სხდომის განახლების საშუალებას "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები არ აძლევენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. მათ კომისიის წევრებს "ივანიშვილის მონები" უწოდეს. "ლეიბორისტები" ითხოვენ, რომ სხდომა არ განახლდეს.

Comments
Loading...