- Advertisement -

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

379

ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი შეხვედრა ითოხვენ ქალაქ ზუგდიდის მერთან, ირაკლი გოგოხიასთან.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები და სხვა ინვენტარები აიღეს. მოვაჭრეების ნივთების აღების პროცესს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ.

გარემოვაჭრეების ინფორმაციით, დახლების აღების დროს, იქ ინახებოდა პროდუქტები, რომელიც არსებული ინფორმაციით ცაიშის ნაგავსაყრელზე გადაყარეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

Comments
Loading...