- Advertisement -

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ამ წუთებში გუბერნიის შენობაში გარემოვაჭრეების წარმომადგენლებს ხვდება

398

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ამ წუთებში გუბერნიის შენობაში გარემოვაჭრეების 6 წარმომადგენელს ხვდება.

შეხვედრამდე გარემოვაჭრეები გუბერნიის წინ იყვნენ შეკრებილები. მათი განცხადებით, შესაძლო დემონტაჟთან დაკავშირებით ისინი არავის გაუფრთხილებია.

''ყველა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გაფრთხილებული ვიყავით დემონტაჟთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის არც მერიისა და არც ზედამხედველობის სამსახურს ეს არ უთქვამს. გვიან ღამით გავიგეთ, რომ ჩვენი პროდუქცია და დახლები ცაიშის ნაგავსაყრელზე იქნა გადაყრილი,'' – აცხადებენ გარემოვაჭრეები.

Comments
Loading...