- Advertisement -

სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ყაზახეთის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

541

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ყაზახეთის ტორაგიროვის სახელობის პავლოდარის სახელმწიფო უნივერისტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მხარეები ერთობლივი სამეცნიერო- კვლევითი პროექტების და პროგრამების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან იუწყებიან, მემორანდუმის ფარგლებში, ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის მეცნიერები პუბლიკაცებს, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებს გამოსცემენ, ასევე, მოხდება აგრარული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება, განხორციელდება გაცვლითი სასწავლო პროგრამები.

Comments
Loading...