- Advertisement -

სამინისტროების ორთაჭალაში გადატანა იგეგმება

596

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობის ორთაჭალაში გადასვლა იგეგმება. შესაძლოა რამდენიმე სამინისტრო გამონაკლისი იყოს.

მისი თქმით, სამინისტროების ორთაჭალაში გადატანა დედაქალაქის ცენტრში მშენებლობის სექტორს წაახალისებს.

„მოგეხსენებათ, გათვალისწინებულია ერთიანი მომსახურებისთვის სივრცის შექმნა, რომელსაც ბიზნეს სახლი ეწოდება. ამ პროექტის განხორციელება ორთაჭალაში უკვე დაწყებულია.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომსხურების კიდევ უფრო გაიოლების კიზნით, იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი , გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი. ძალიან დიდი ტერიტორტია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორციელდება სამინისტოების გადატანა, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგი იქნება იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროების სივრცე გამოთავისუფლდება. მეორეს მხრივ წახალისდება მშენებლობის სექტორი.

ძალიან მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება.

პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორთაჭალის იმ სივრცეში თავს მოიყრის მთელი მთავრობის, პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, შეიძლება ერთეული სამინისტროების გარდა, რაც პრაქტიკულად უზრუნველყობს როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას.

ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ამ პროექტის დაწყებას მივესალმები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...