- Advertisement -

სამნიძე:რადგან ნარმანია ვერ მოდის საკრებულოში,ჩვენ მოვედით მერიაში,მაგრამ აქაც არღვევს კანონს

582

 

საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები დედაქალაქის მერიაში, დავით ნარმანიასთან მივიდნენ. თუმცა, როგორც "რესპუბლიკური"პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, მათ მერიის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები მერიაში "რუსთავი 2"-ის მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ თანხის გადახდის საკითხზე მივიდნენ.

"როგორც ჩანს, მერს ეშინია, რომ მოვიდეს საკრებულოში და გველაპარაკოს. იმისიც ეშინია, რომ დაგვითმოს ერთი საათი. ნაზღაიძის საქმის გარდა, რაშიც მერია კორუფციულ გარიგებაში გაეხვა, ნარმანია ვალდებულია, საკრებულოში მოვიდეს იმ განცხადებების გამო, რასაც ის ზოგადად საკრებულოს, ასევე მოქალაქეების მისამართით აკეთებს. რადგან საკრებულოში ვერ მოდის, ჩვენ მოვედით მერიაში, აქაც არღვევს კანონს, დაცვის თანამშროლები გვეუბნებიან, რომ ბრძანებაა აქვს გაცემული და ჩვენ, დეპუტატებს საკრებულოსი მერიის შენობაში არ გვიშვებენ", – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ. 

ცნობისთვის, ამ წუთებში მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. 

Comments
Loading...