- Advertisement -

სამტრედიაში საკონსტიტუციო საყოველთაო განხილვა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო

687

ხმაურის და კამათის ფონზე დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა სამტრედიაში. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილს გამოსვლისას მოქალაქემ სიტყვა შეაწყვეტინა და "ევროპული საქართველოს" წევრებს სერგო რატიანსა და აკაკი ბობოხიძეს დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

მოქალაქემ მათ ასე მიმართა: "თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს ღირსება წაართვით, "ქართულმა ოცნებამ" კი ეს ღირსება მოქალაქეებს დაუბრუნა". მოქალაქის ამ განცხადებას პასუხი მოჰყვა "ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის მხრიდან, რამაც დარბაზის გაღიზიანება გამოიწვია და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

მანდატურის სამსახურმა სიტუაციის განეიტრალება მალევე შეძლო და ამ წუთებში განხილვა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

Comments
Loading...