- Advertisement -

სამხრეთ საქართველოში მცირე აეროპორტის პროექტირება დაიწყო

610

სამხრეთ საქართველოში მცირე აეროპორტის პროექტირება დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ქუთაისიდან საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოხვედრა ორიოდე საათის მანძილზე იყოს შესაძლებელი – იქნება ეს კურორტები, ახლად აშენებული ამბროლაურის აეროპორტი, მესტიის თუ თელავის აეროპორტი.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია სხვა მცირე აეროპორტების მშენებლობა და დაწყებულია პროექტირება სამხრეთ საქართველოში. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა რიკოთის საავტომობილო გზის მასშტაბურ პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა 2 საათში იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რკინიგზისა და აეროპორტის ერთობლივი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ქუთაისს, გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ცენტრი. 

Comments
Loading...