- Advertisement -

სანდორინის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობით დაინტერესდა

528

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის კიკლადების რეგიონის კუნძულ სანდორინის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, შეხვედრის მიზანს საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების პრეზენტაცია წარმოადგენდა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ საბერძნეთის კიკლადების რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა დასაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმის გაფორმების შესახებ მუშაობის დაწყებაზე. ბერძნული მხარის განცხადებით, ელჩის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია განთავსდება კიკლადების რეგიონის სამრეწველო პალატის ვებ-გვერდზე და მიეწოდება 4000-ზე მეტ ბერძნულ კომპანიას.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ ქართველი ტურისტების მხრიდან საბერძნეთის კურორტებისადმი დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა.ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებაქვეყნებს შორის ახალი ეკონომიკური კავშირების დამყარებას და ურთიერთმომგებიანი ბიზნეს-პროექტებისინიცირებას.

საქართველოს ელჩის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციასთან ერთად, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართულშეხვედრაზე გავრცელდა ბროშურები და სხვა საინფორმაციო მასალა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვადარგების შესახებ.

კიკლადების რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, იოსებ ნანობაშვილი ასევე შეხვდა სანდორინის მერს ანასტასიოს-ნიკოლაოს ზორზოს.​

Comments
Loading...