- Advertisement -

სანიკიძე: გახარია არის ივანიშვილის გააზატებული მონა, თუ ეწყინება ცივი წყალი დალიოს

55

სანიკიძის თქმით, „ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ხელქვეითები და ყმები. მათ შორის კი საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გამორჩეულია.
მისი შეფასებით, თუ გახარია ბიძინა ივანიშვილთან კონფლიქტს გაბედავს, თავს გადაირჩენს.
გუბაზ სანიკიძე: ივანიშვილმა გახარია დატოვა კიდურებს გარეშე. შსს მისი არ არის, სუსი, თავდაცვის სამინისტრონიკა გვარამია: ვანო მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნის დროსაც ამბობდნენ, რომ თითქოს დანიშნეს მაგრამ სეკვესტრირება გაუკეთეს მის უფლებამოსილებებსო.გუბაზ სანიკიძე: შეიძლება ვაკეთოთ ასეთი პარალელები, მაგრამ არ გონია ასე იყოს.ნიკა გვარამია: ანუ მერაბიშვილთან გახარიას შედარება…გუბაზ სანიკიძე: სხვა ვითარებაა. სხვათა შორის სააკაშვილსა და ბიძინას შორის დიდი განსხვავებაანიკა გვარამია: რატომ გგონიათ, რომ სხვა ტიპის მოვლენაა გახარია.გუბაზ სანიკიძე: გამორჩეულია. იმედია არ მიწყენს, თუ ეწყინება ცივი წყალი დალიოს. რომში ხშირად მაღალ თანამდებობაზე იყვნენ გააზატებული მონები და აი ამას გავს. გამორჩეულია მის ხელქვეითებს და ყმებს შორის, რა თქმა უნდა გამორჩეულია გახარია. ასე ითვლება მის მომხრეებში და თვითონაც ასე თვლის. მაგრამ, ზღუდეები მაინც დაუწესა.ნიკა გვარამია: ელოდები კონფლიქტს გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის? გაბედავს?
გუბაზ სანიკიძე: გახარია თუ გაბედავს, თავს ნაწილობრივ გადაირჩენს, თუ ვერ გაბედავს, გახარიას ძალიან ცუდი მომავალი აქვს ან ციხე ან ქვეყნიდან გაქცევა
The post სანიკიძე: გახარია არის ივანიშვილის გააზატებული მონა, თუ ეწყინება ცივი წყალი დალიოს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...