- Advertisement -

სანიკიძე: სასულიერო პირები თავის თავს უფრო იცავენ, ვიდრე პატრიარქს

10

“მე მგონი, ვაკვირდებით, მაინც და მაინც თავგამოდებით არ იცავენ პატრიარქს, მაინც და მაინც დიდი დაცვა არ მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ველოდებოდით რომ აუცილებლად იზავდნენ ამას. თვითონ, საპატრიარქოს წიაღიდან არ არის ძალიან სერიოზული დაცვა პატრიარქისადმი.
მე რასაც ვუყურებ, სასულიერო პირები, ვინც მეუფე პეტრეს დაუპირისპირდნენ, უფრო, თავის თავს იცავენ ვიდრე პატრიარქს, “მე არ გამიგია”, “მე სხვაგან ვიყავი” ამას იძახიან”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.
გუბაზ სანიკიძის თქმით, ეკლესიის კონტროლი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილის ინტეერსშია.
“ბიძინა ივანივილის ინტერესშია ეკლესიის კონტროლი. რასაც აკეთებს მეუფე პეტრე, ეს არის ეკლესიის შიგნით აფეთქება და დანგრევა. ამიტომ, მე ბმას ბიძინა ივანიშვილსა და მეუფე პეტრეს შორის, ვერ ვხედავ. ეს არის ჩემი მოსაზრება.”,-ამბობს სანიკიძე.
The post სანიკიძე: სასულიერო პირები თავის თავს უფრო იცავენ, ვიდრე პატრიარქს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...