- Advertisement -

სანიკიძე: ჩანს, ივანიშვილმა კონკურსი ჩაატარა, უნებისყოფო დედალი ადამიანები შეარჩია და შეიყვანა პარლამენტში

108

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა "კვირის აქცენტებში" განაცხადა.
"ბიძინა ივნიშვილის ინტერვიუ ორი სიტყვით, რომ შევაფასოთ ეს იყო აღიარებითი ჩვენება, ამის შემდეგ გაგრძელებები მოყვება… ამ ინტერვიუს მთავარი შინაარსი იყო ის, რომ მას არ იცავენ თავისიანები.
მიუხედავად ასეთი განცხადებისა, რომელსაც მეორე დღეს ადმინისტრაციული აღფრთოვანება მოყვა, მე მაინც ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ურთიერთობას შევადარებ, იტალია-აბისინის ომის დროს… იტალიელი ოფიცერი ამოვიდა სანგრიდან და მოუწოდა თავის ჯარისკაცებს შეტევისკენ და უკნიდან მოესმა ტაშის ხმა. ანუ, თუ როგორი სიმამაცე გამოავლინა მან, ასე ჰგავს ბიძინასა და "ქართული ოცნების" ურთიერთობა.

იქიდან ხმის ამომღები არავინაა, რადგან მათი ხარისხობრივი შემადგენლობა და თვისებები მდგომარეობს იმაში, რომ ესენეი არ არიან მებრძოლი ხალხი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვლმა კონკურსი ჩაატარა, უნებისყოფო დედალი ადამიანები შეარჩია და შეიყვანა პარლამენტში", – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

Comments
Loading...